აირჩიე გვერდები, ჩააგდე სექციები, ჩაწერე პროდუქტები — და მაღაზია მზადაა. კალათა, შეკვეთები და გადახდა საქართველოს ბანკით უკვე ჩაშენებულია.
ცალკე დეველოპერი, ცალკე დიზაინერი და ცალკე გადახდის ინტეგრაცია აღარ დაგჭირდება.
36 სექცია და ელემენტი — ჰედერი, ჰერო, პროდუქტების ბადე, ფილტრები, ბლოგი, ფუტერი. ჩააგდე, დაარედაქტირე, შეინახე.
ყოველი გვერდი ავტომატურად ეწყობა ტელეფონზე. აქვე გადართავ და ნახავ, როგორ გამოიყურება.
მყიდველი პროდუქტს კალათაში დებს და შეკვეთას აფორმებს; შენ პანელში ხედავ და სტატუსებში ატარებ.
ჩაწერე შენი მერჩენტის მონაცემები და ჩართე ბარათი, განვადება და ნაწილ-ნაწილ გადახდა.
კატალოგი, სურათების ატვირთვა, ფასები და ბეჯები — ერთი პანელიდან, გვერდების შეხების გარეშე.
მაღაზია მაშინვე ცოცხლდება საკუთარ მისამართზე და ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომია.
რეგისტრაციიდან ცოცხალ ვიტრინამდე — ერთ სამუშაო დღეზე ნაკლებში.
ელ.ფოსტა და პაროლი — სულ ეს არის. მაშინვე შექმნი მაღაზიას და დაარქმევ სახელს.
კონსტრუქტორში ჩააგდე სექციები, ჩაწერე ტექსტი, ატვირთე სურათები, აირჩიე ფერები.
დაამატე პროდუქტები, ჩართე გადახდის მეთოდები და გაუზიარე მისამართი მყიდველებს.
მერჩენტის მონაცემებს პანელში წერ; თვეებსა და პირობებს ბანკის კალკულატორი აჩვენებს.